ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 3

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროცესზე გამოცხადდა სასამართლოს უპატივცემლობის გამო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროცესზე გამოცხადდა სასამართლოს უპატივცემლობის გამო…

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

პროცესზე გამოცხადდა სასამართლოს უპატივცემლობის გამო გაძევებული ზურაბ ჭავჭანიძე. სწორედ მისი საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდო პროცესი.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წელი, ვლადიმერ გველესიანს - 5 წელი, ამირან დოლიშვილს 5 წელი, ანტონ ვარდანიძეს - 5 წელი, ალექსანდრე ჩილაჩავას - 5 წელი, გენადი კუპრეიშვილს- 5 წელი, სულხან ტუღუშს - 5 წელი, რამაზ მამულაძეს- 5 წელი მიესაჯა.

დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ განმარტა რომ საბოლოო სიტყვის დროს შეთანხმება აღარ ფორმდება.

საქმის ამ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს