ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი2 წთ საკითხავი👁 8

ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატი: თუ ელიზბარაშვილი მოინანიებდა, შეგვეძლო, მისი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. თუმცა, მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მასზე განხორცელდა ფიზიკური ძალადობა - ეს არის მტკნარი სიცრუე და ვაპირებთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას

ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატი: თუ ელიზბარაშვილი მოინანიებდა, შეგვეძლო, მისი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. თუმცა, მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მასზე განხორცელდა ფიზიკური ძალადობა - ეს არის მტკნარი სიცრუე და ვაპირებთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ბრალდებულის მხარემ დაზარალებულებთან კომუნიკაცია საკუთარი ინიციატივით დაამყარა. ადვოკატის განმარტებით, დაზარალებულები მზად იყვნენ, ბრალ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ბრალდებულის მხარემ დაზარალებულებთან კომუნიკაცია საკუთარი ინიციატივით დაამყარა. ადვოკატის განმარტებით, დაზარალებულები მზად იყვნენ, ბრალ…

თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ბრალდებულის მხარემ დაზარალებულებთან კომუნიკაცია საკუთარი ინიციატივით დაამყარა.

ადვოკატის განმარტებით, დაზარალებულები მზად იყვნენ, ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობის შესამსუბუქებლად გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ იმ შემთხვევაში, თუ ელიზბარაშვილი ჩადენილს მოინანიებდა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თითქოს მასზე ფიზიკურად იძალადეს. ბერიანიძე აღნიშნულს „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

„ჩვენ, როგორც დაზარალებულებს, ჩვენი ინიციატივით არ მიგვიმართავს ბრალდებული მხარისთვის და მათი უფლებადამცველი ადვოკატებისთვის. თავად მათი ინიციატივით მოხდა ჩვენთან დაკავშირება და მათ სურდათ ჩვენი, როგორც დაზარალებული მხარის პოზიციის გაგება. რამდენიმე ადვოკატთან გავაჟღერეთ ეს პოზიცია, რომ თუკი თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და მოინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას ჩვენი მხრიდან იყო შესაძლებლობა, რომ გარკვეული პოზიციები დაგვეფიქსირებინა, რაც მას შეუბსუბუქებდა სამართლებრივ მდგომარეობას. თუმცა, აღნიშნულის შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან კვლავ გადაიდგა ნაბიჯები, კონკრეტულად, მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე განხორცელდა ფიზიკური ძალადობა. ეს გახლავთ მტკნარი სიცრუე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაპირებთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. როგორც მე მაქვს ინფორმაცია დაზარალებულებისგან იქამდე სანამ, მე, როგორც მათი უფლებადამცველი ადვოკატი ჩავვერთვებოდი სისხლის სამართლის საქმეში, უშუალოდ მათთან ჰქონდათ სურვილი ბრალდებულის ადვოკატებს კომუნიკაციის და პირადად მათგან სურდათ მოესმინათ პოზიცია სისხლის სამართლის საქმეზე. ჩემი ჩარტის შემდგომ პირადად მე დამიკავშირდნენ“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს