ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი2 წთ საკითხავი👁 13

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თამბაქოს კონტროლის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თამბაქოს კონტროლის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქ…

თამბაქოს კონტროლის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარისა და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის, განლაგების, რეკლამისა და პოპულარიზაციის, აგრეთვე თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირების შესაბამისი შეზღუდვები და აკრძალვები.

აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება როგორც ტრადიციულ თამბაქოს ნაწარმზე, ასევე გასახურებელ თამბაქოზე (ე.წ. „აიქოსი), ელექტრონულ სიგარეტსა („ვეიპი) და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილ სხვა მოწყობილობებზე.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს დაინტერესებულ პირებს, რომ კანონმდებლობით - თამბაქოს ნაწარმისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის რეკლამა, მოხმარების დემონსტრირება იკრძალება მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი და ელექტრონული საშუალებებით, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გამოყენების შემთხვევებშიც.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის შესაბამისი ფინანსური სანქციები.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

დამატებითი ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მათი დარღვევისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ იხილეთ:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/13f591d7-94af-4c6c-9c52-113a9e506d85?openFromSearch=true“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს