ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 10

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ტუნისში გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა. სწავლება ევროპასა და აფრიკაში ამერი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ტუნისში გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა. სწავლება ევროპასა და აფრიკაში ამერი…

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ტუნისში გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა. სწავლება ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სარდლობის მიერ იყო ორგანიზებული.

სწავლების მიზანს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და ოპერატიული კოორდინაციის გაძლიერება წარმოადგენდა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლები სწავლებაში ინსტრუქტორების სტატუსით მონაწილეობდნენ და აბორდაჟისა და მრავალეროვნული სასწავლო ცენტრის მიმართულებებით იყვნენ ჩართულნი.

სწავლების საზღვაო კომპონენტი მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ძალებს შორის ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლას, საზღვაო სივრცის კონტროლს, საეჭვო გემების აღმოჩენასა და შემოწმებას, გემზე ასვლის, ჩხრეკისა და კონტროლის დამყარების პროცედურების განხორციელებას, ასევე, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს, ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფასა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დაცვის მიმართულებით წვრთნებს.

12-დღიანი სწავლება ტუნისის სამხედრო-საზღვაო ძალების მასპინძლობით ჩატარდა. მასში ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპის, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს