ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 11

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'' „ქურდული სამყაროს'' წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'' „ქურდული სამყაროს'' წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'', „ქურდული სამყაროს'' წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახმკვლელობის მომზადების ფაქტებზე, ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'', „ქურდული სამყაროს'' წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახმკვლელობის მომზადების ფაქტებზე, ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამო…

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'', „ქურდული სამყაროს'' წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახმკვლელობის მომზადების ფაქტებზე, ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს'' ორმა წევრმა, პირადი შურისძიების მოტივით მკვლელობა დაგეგმა. უშუალოდ შემსრულებლად, თბილისიდან გურიაში ჩაიყვანეს მათი გარემოცვის წევრი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში დაჰპირდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში მხარდაჭერას, მფარველობას და მატერიალურ უზრუნველყოფას.

ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი და შეარჩიეს თავდასხმის ადგილი. ისინი ასევე დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ და განსაზღვრეს მკვლელობის დეტალები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე 25 სექტემბერს დააკავეს.

დაკავებულთაგან ორს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ჯგუფურად) და 223 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), ერთს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს