ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 8

ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ უხამსი კომენტარისთვის, ივანე კოდელაშვილი სასამართლომ 4 ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმა

ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ უხამსი კომენტარისთვის, ივანე კოდელაშვილი სასამართლომ 4 ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ცოტა ხნის წინ დასრულდა მოქალაქე ივანე კოდელაშვილის სასამართლო პროცესი. კოდელაშვილმა უხამსი კომენტარი ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ, „იმედის“ ფეისბუქ-პოსტზე დაწერა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კოდელაშვილს 4 ათასი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ცოტა ხნის წინ დასრულდა მოქალაქე ივანე კოდელაშვილის სასამართლო პროცესი. კოდელაშვილმა უხამსი კომენტარი ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ, „იმედის“ ფეისბუქ-პოსტზე დაწერა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კოდელაშვილს 4 ათასი…

ცოტა ხნის წინ დასრულდა მოქალაქე ივანე კოდელაშვილის სასამართლო პროცესი.

კოდელაშვილმა უხამსი კომენტარი ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის მიმართ, „იმედის“ ფეისბუქ-პოსტზე დაწერა. მოსამართლის გადაწყვეტილებით კოდელაშვილს 4 ათასი ლარი შეეფარდა.

სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა არც სამართალდამრღვევი და არც მისი უფლებადამცველი.

„ივანე კოდელაშვილმა კომენტარის სახით დატოვა აღნიშნული შეურაცხმყოფელი ფრაზები, შეურაცხმყოფელი კონტექსტით, რომელიც მიემართებოდა ბატონ მამუკას და ამ შემთხვევაში, ბატონ მამუკას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

სასამართლომ აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა და ნამდვილად ჰქონდა ბატონ ივანეს მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი, რომლის საფუძველზეც სამართალდარღვევის ოქმი იყო შედგენილი. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილებით ის ცნეს სამართალდამრღვევად და ჯარიმის სახით 4 ათასი ლარის ოდენობით თანხა დაეკისრა“, - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სალომე ქირიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს