ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 10

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა. ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, მოვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა. ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, მოვ…

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა. ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, მოვალე ე.მ.-ის მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესი მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.

შეთანხმების საფუძველზე, მოვალე და მისი ოჯახის წევრები ნებაყოფლობით დატოვებენ კრედიტორის კუთვნილ უძრავ ქონებას. ამასთან, კრედიტორმა მოვალე მხარეს მისცა 3-თვიანი ვადა, რათა მოახდინოს უძრავი ქონების გამოსყიდვა. თავის მხრივ, მოვალემ განაცხადა, რომ მიმართავს ქალაქ რუსთავის მერიას და წარადგენს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რათა მიიღოს მისთვის გამოყოფილი ბინის ქირის თანხა.

აღსანიშნავია, რომ საქმე ბიუროში 2019 წლიდან მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში, ოჯახის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით და კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, გამოსახლების პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო და კრედიტორის თანხმობით შეჩერდა. ამ ხნის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ქალაქ რუსთავის მერიის მხრიდან გამოყენებული იყო ყველა სამართლებრივი და სოციალური მექანიზმი, რათა ოჯახი საცხოვრებლის გარეშე არ დარჩენილიყო და საქმე შეთანხმებით, მხარეთა უფლებებისა და სოციალური ინტერესების ბალანსის დაცვით გადაწყვეტილიყო.

თემის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის გაშუქებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნუ გამოიყენებენ აღნიშნულ თემას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან ვითარების ხელოვნურად გამწვავების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს