ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 23

პროკურორი – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა არაერთმა პირმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთთან პროცესი დასრულებულიც კი არის, ყველა განცხადებას გავნიხილავთ

პროკურორი – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა არაერთმა პირმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთთან პროცესი დასრულებულიც კი არის, ყველა განცხადებას გავნიხილავთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, რომ ზოგიერთ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთთან დასრულებულიც კი არის, ზოგიერთთან ისევ განხილვის ეტაპზე ვართ, – ამის შესახებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, რომ ზოგიერთ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთთან დასრულებულიც კი არის, ზოგიერთთან ისევ განხილვის ეტაპზე ვართ, – ამის შესახებ…

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, რომ ზოგიერთ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთთან დასრულებულიც კი არის, ზოგიერთთან ისევ განხილვის ეტაპზე ვართ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი მიმდინარეა და ამიტომ დეტალების გაჟღერებისგან თავს შეიკავებს.

„არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს ყველა განცხადებას აუცილებლად გავნიხილავთ. მოლაპარაკების პროცესი კონფიდენციალურია და დასრულებული არ არის, ამიტომ ვერ ვისაუბრებ დეტალებზე“, – აღნიშნა პროკურორმა.

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელევა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადეს.

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიმდინარე წლის 7 მაისს მიუსაჯა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს