ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 14

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ოპოზიციურ ტელეარხ Halk TV-ის ოფისში რეიდი ჩაატარა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ოპოზიციურ ტელეარხ Halk TV-ის ოფისში რეიდი ჩაატარა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ოპოზიციურ ტელეარხ Halk TV-ის ოფისში რეიდი ჩაატარა. მედიის ინფორმაციით, არხის მმართველად დროებით თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი დაინიშნა. „შენობაში ასობით პოლიციელი შევიდა. Halk TV-…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ოპოზიციურ ტელეარხ Halk TV-ის ოფისში რეიდი ჩაატარა. მედიის ინფორმაციით, არხის მმართველად დროებით თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი დაინიშნა. „შენობაში ასობით პოლიციელი შევიდა. Halk TV-…

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ოპოზიციურ ტელეარხ Halk TV-ის ოფისში რეიდი ჩაატარა. მედიის ინფორმაციით, არხის მმართველად დროებით თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი დაინიშნა.

„შენობაში ასობით პოლიციელი შევიდა. Halk TV-ის შენობაში შესვლა აკრძალულია, ვიდრე ჩხრეკა მიმდინარეობს“, – ნათქვამია ტელევიზიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ტელეარხის პირდაპირი ეთერი დილის 06:30 საათზე შეწყდა, რის შემდეგაც ეთერში წინასწარ ჩაწერილი მასალის გაშვება დაიწყო.

Halk TV-ის პროგრამისტის, დენიზ ბაირამოღლუს განცხადებით, არხის მთავარმა პროდიუსერმა, სუატ თოქთაშმა მაუწყებლობის გასაგრძელებლად თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან ვითარებაში გარკვევა სცადა, მაგრამ ეთერის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მომხდართან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც „როიტერი“ წერს, უფლებადამცველი ჯგუფები და დასავლეთის ქვეყნები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობას ბოლო წლებში ადამიანის უფლებების გაუარესებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო ხშირად აკრიტიკებენ. გამოცემის ცნობით, ბოლო პერიოდში თურქეთში რამდენიმე ოპოზიციურ თუ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას აკრძალვები, ჯარიმები და სხვა სახის შეზღუდვები დაეკისრა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს