ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 14

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილესა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსთან ერთად, კახეთის რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფს ეწვია, სადაც დანაყოფის ხელმძღვანელ პირებსა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილესა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსთან ერთად, კახეთის რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფს ეწვია, სადაც დანაყოფის ხელმძღვანელ პირებსა და…

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილესა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსთან ერთად, კახეთის რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფს ეწვია, სადაც დანაყოფის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით, აუცილებელია საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების გატარება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების პროცესში მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობაზე.

მერაბ გამყრელიძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კახეთის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფის შენობა და სამუშაო სივრცეები დაათვალიერა.

მერაბ გამყრელიძე რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს