ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 14

შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის – „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ შინაგან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის – „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ შინაგან…

შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის – „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი. მათ ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო განათლების განვითარების მნიშვნელობაზე, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვაზე.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ, დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინა ახალი საბაკალავრო პროგრამის კონცეფცია, სწავლების ძირითადი მიმართულებები, მიღების პირობები და სტუდენტებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობები. საქართველოში პირველად შეიქმნა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უშუალოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებაზეა ორიენტირებული. სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა და აკადემიურ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ მომზადებასაც ითვალისწინებს.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწავლის სრულ დაფინანსებაზე, სტუდენტებისთვის შექმნილ თანამედროვე სასწავლო გარემოზე, პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობებსა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების პერსპექტივებზე. ახალი საბაკალავრო პროგრამის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საპოლიციო განათლების განვითარების, პროფესიონალი კადრების მომზადებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბების მიმართულებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს