ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 14

საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს უერთდება

საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს უერთდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პროკურატურა უერთდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პროკურატურა უერთდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე მ…

საქართველოს პროკურატურა უერთდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ახორციელებს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მრავალი წელია ფუნქციონირებს შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულების 2026 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიტიკური დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო კვლავ ინარჩუნებს უმაღლეს შეფასებას და უკვე მე-11 წელია, უწყვეტად იმყოფება მსოფლიოს წამყვან ქვეყანათა შორის — პირველ კალათაში (Tier 1).

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეფასების უმაღლესი საფეხური მიენიჭა.

საქართველოს თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და ქვეყანაში თუ რეგიონში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებას უწყობს ხელს.

სახელმწიფოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა, დანაშაულის პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე ორიენტირებული ღონისძიებები, ასევე მსხვერპლთა უფლებების დაცვა, ქვეყნის მიერ მიღწეული მაღალი შეფასების შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს