ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

ავჭალაში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ავჭალაში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში ორი სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დასასვენებელი სივრცეები სარაჯიშვილის გამზირის N15-ში და ილორის ქუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში ორი სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დასასვენებელი სივრცეები სარაჯიშვილის გამზირის N15-ში და ილორის ქუ…

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში ორი სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დასასვენებელი სივრცეები სარაჯიშვილის გამზირის N15-ში და ილორის ქუჩის N23 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ეწყობა.

„სარაჯიშვილის გამზირზე სამუშაოები, დაახლოებით, 4 000 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს, სადაც განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ილორის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს, მერის ინფორმაციით, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 700 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს, სადაც მანამდე უკანონო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა.

„ამ პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და მინდა, მათ დიდი მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის. ეს უკანონო ნაგებობები იკავებდა ძალიან დიდ ადგილს, დღეს კი გამოთავისუფლებულ სივრცეს გამოიყენებენ ისევ იქ მცხოვრები ადამიანები. განხორციელდება ძალიან კარგი პროექტი, რომლის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს