ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

წყალტუბოს ქუჩაზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა

წყალტუბოს ქუჩაზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩის N9-ის მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ადგილზე, მოსახლეობის ჩართულო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩის N9-ის მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ადგილზე, მოსახლეობის ჩართულო…

დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩის N9-ის მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ადგილზე, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.

„სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და მოწესრიგდება ასფალტის საფარი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოსასვენებელ სივრცესა და სპორტულ მოედანს, ასევე, გაკეთდება საპარკინგე სივრცე და სრულად განახლდება გამწვანების თარგები. საპარკო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, განხორციელდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს