ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 22

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების ნახვა პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge შეუძლიათ

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების ნახვა პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge შეუძლიათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, უმაღლეს პროფესიულ და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საგამოცდო ბარათები პროფესიული განათლების პორტალზე vet.ge უკვე ხელმისაწვდო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, უმაღლეს პროფესიულ და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საგამოცდო ბარათები პროფესიული განათლების პორტალზე vet.ge უკვე ხელმისაწვდო…

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, უმაღლეს პროფესიულ და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საგამოცდო ბარათები პროფესიული განათლების პორტალზე vet.ge უკვე ხელმისაწვდომია.

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათის ნახვა პორტალზე ავტორიზაციის შემდეგ შეუძლიათ. ბარათზე მითითებულია ტესტირების თარიღი, გამოცდის დაწყების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი.

აპლიკანტთა შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების საფუძველზე განხორციელდება. ტესტირება 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება. 24 ოქტომბერს აპლიკანტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში, ხოლო 25 ოქტომბერს წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში გაივლიან ტესტირებას.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, წინასწარ გადაამოწმონ საგამოცდო ცენტრის მისამართი და გაითვალისწინონ გამოცდაზე გამოცხადების დრო.

ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს