ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 15

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო COP17-ში მონაწილეობს

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო COP17-ში მონაწილეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ველური ბუნების ეროვნული სააგენტო სომხეთის დედაქალაქ ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში (COP17) მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში სააგენტო წარადგენს პრეზენტაციას საქართვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო სომხეთის დედაქალაქ ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში (COP17) მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში სააგენტო წარადგენს პრეზენტაციას საქართვე…

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო სომხეთის დედაქალაქ ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში (COP17) მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში სააგენტო წარადგენს პრეზენტაციას საქართველოში სახეობათა აღდგენისა და კონსერვაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კეთილშობილი ირმის, ქურციკის, ნაკადულის კალმახის, კაკბის, გნოლისა და კოლხური ხოხბის აღდგენისა და აღწარმოების პროგრამები, ასევე ნიამორის რეინტროდუქციის პროექტი.

აღნიშნული ღონისძიებები სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2025 წელს დაამტკიცა. გეგმა შესაბამისი სახეობების რეინტროდუქციისა და აღწარმოების ღონისძიებებს ითვალისწინებს.

COP17-ში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სახეობათა აღდგენის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებას და ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ინფორმაციას ველური ბუნების სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს