ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 12

თინათინ ნიბლოშვილმა, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, თოდუას კლინიკის ონკოლოგიური პაციენტები მოინახულა

თინათინ ნიბლოშვილმა, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, თოდუას კლინიკის ონკოლოგიური პაციენტები მოინახულა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძესთან ერთად, კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, თოდუას კლინიკა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძესთან ერთად, კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, თოდუას კლინიკა…

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძესთან ერთად, კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, თოდუას კლინიკაში მყოფი ონკოლოგიური პაციენტები მოინახულა.

საკრებულოს დეპუტატებს კლინიკაში სამედიცინო დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა გია წივწივაძემ და ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ მელქაძემ უმასპინძლეს. შეხვედრაზე ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობისა და პაციენტთა მხარდაჭერის გზებზე იმსჯელეს.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, სიმსივნის დიაგნოზთან ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღი დროული დიაგნოსტიკა და პრევენციაა, რადგან ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება სრულად განკურნებადია.

„ჩვენთვის თითოეული ქალბატონის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტია. თოდუას კლინიკაში მოვინახულეთ პაციენტები, რომლებსაც კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა ამ რთულ, მაგრამ დასაძლევ გზაზე.

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს სკრინინგ-პროგრამებს. მინდა ვუთხრა ყველა ქალბატონს, ნუ გადადებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და პროფილაქტიკური გამოკვლევები რეგულარულად ჩაიტარონ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საკრებულოს დეპუტატებმა პაციენტებს ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“ და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ისი პარის“ საჩუქრები გადასცეს.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს