ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 16

დავით სონღულაშვილი ღვინის საწარმოში „ხვანჭკარა“ ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო

დავით სონღულაშვილი ღვინის საწარმოში „ხვანჭკარა“ ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარე…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სოფელ ხვანჭკარაში მდებარე ღვინის საწარმოს საქმიანობასა და ყურძნის დაბინავების პროცესს გაეცნო, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლისრთველისსეზონზე საწარმომ ადგილობრივი მევენახეებისგან 90 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი შეისყიდა. ღვინის საწარმო „ხვანჭკარა“ ყურძნის მიღებას კვლავ აგრძელებს.

„რაჭაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხიანი ყურძნის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მევენახეებისთვის მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ხელს უწყობს ღვინის მწარმოებელი კომპანიების დაინტერესებას, შეისყიდონ ადგილობრივი მევენახეების მიერ მოწეული ყურძენი. რაჭაში მოქმედი სუბსიდირების პროგრამა კერძო საწარმოებისთვის დამატებითი სტიმულია გადაამუშაონ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღვინის საწარმოს „ხვანჭკარა“ დირექტორის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, საწარმოსთვის ყურძნის ხარისხი პრიორიტეტულია. მისივე განმარტებით, სახელმწიფო სუბსიდირება კერძო კომპანიებს ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობასუზრდის და მევენახეებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებაში ეხმარება.

საწარმოს წლიური წარმადობა 350 ტონას შეადგენს. ყოველწლიურად აქ საშუალოდ 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში.

რთველისპროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რაჭაში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებსყველა კომპანია, რომელიც „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს შეიძენს და გადაამუშავებს, ხოლო მევენახეს თითოეულ კილოგრამში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე 4 ლარს შეადგენს. რაჭაში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონას შეადგენს.

ღვინის საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრისმოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს