ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 12

საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე: ჰაბის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა, რომელიც აერთიანებს 3D projection mapping-ს, არქიტექტურულ განათებას, ხმასა და ინტერაქციულ ტექნოლოგიებს

საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე: ჰაბის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა, რომელიც აერთიანებს 3D projection mapping-ს, არქიტექტურულ განათებას, ხმასა და ინტერაქციულ ტექნოლოგიებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • “საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისში ახალი ტექნოლოგიური ჰაბი გახსნა, მინისა და ბეტონის შენობაში, რომელსაც ოვალური ფორმის დიდი გუმბათი ამშვენებს. ჰაბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტია 10,000…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

“საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისში ახალი ტექნოლოგიური ჰაბი გახსნა, მინისა და ბეტონის შენობაში, რომელსაც ოვალური ფორმის დიდი გუმბათი ამშვენებს. ჰაბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტია 10,000…

“საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისში ახალი ტექნოლოგიური ჰაბი გახსნა, მინისა და ბეტონის შენობაში, რომელსაც ოვალური ფორმის დიდი გუმბათი ამშვენებს. ჰაბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მუდმივი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა, რომელიც აერთიანებს 3D projection mapping-ს, არქიტექტურულ განათებას, ხმასა და რაც ყველაზე საინტერესოა, ინტერაქციულ ტექნოლოგიებს“, - აღნიშნულია საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG-ში, რომელმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბის შენობის ინსტალაციებს სპეციალური სტატია მიუძღვნა.

გამოცემის მიხედვით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობა უკრაინული განათების დიზაინისა და მედია-არტის სტუდიასთან Expolight-თან თანამშრომლობით, მიკოლა კაბლუკას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, შენობა მუდმივი მედია-განათების სისტემით აღიჭურვა.

გამოცემა წერს, რომ მედია კონტენტი შეიქმნა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ახალი იდენტობის გათვალისწინებით და სააგენტოს საქმიანობის მთავარ მიმართულებებს ეფუძნება - ტექნოლოგიებს, კვლევას, ცოდნის გაზიარებასა და ინოვაციას.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სისტემა რამდენიმე რეჟიმში მუშაობს: ყოველდღიურად ფასადზე ეროვნული სიმბოლოები და ტექნოლოგიური თემატიკის ვიზუალები ჩნდება, ასევე ტარდება სინათლისა და ხმის შოუ.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამგანზომილებიანი პროექციული გამოსახვის, არქიტექტურული განათებისა და რეალურ დროში ინტერაქციის სინთეზით, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია-განათების ინსტალაციაა, რაც ნათლად გამოხატავს საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის განვითარების აქტიურ პროცესს,” - აღნიშნულია სტატიაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს