ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

თბილისში WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისში WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ვეტერინარული პრეპარატების მარეგულირებელი სისტემის გაძლიერება, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ვეტერინარული პრეპარატების მარეგულირებელი სისტემის გაძლიერება, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი…

თბილისში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ვეტერინარული პრეპარატების მარეგულირებელი სისტემის გაძლიერება, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა იყო, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრებოდა.

„აღინიშნა, რომ ვეტერინარული პრეპარატების ეფექტიანი მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაზარზე განსათავსებელი და განთავსებული სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციას და კონტროლს, უხარისხო და ფალსიფიცირებული პრეპარატების წინააღმდეგ ბრძოლას, ანტიმიკრობული საშუალებების პასუხისმგებლობიან გამოყენებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.

WOAH-ის ორგანიზებით გამართული სემინარის ფარგლებში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები რუმინეთის, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება, იმსჯელეს სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის მექანიზმებზე. თემატური შეხვედრების ფარგლებში, ევროპაში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისა და სამომავლო სავაჭრო პოტენციალის საკითხები განიხილეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს