ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 12

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა, - ინფორმაციას დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას სამცხე-ჯავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა, - ინფორმაციას დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას სამცხე-ჯავ…

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა, - ინფორმაციას დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

„ფორუმში მონაწილეობა 200-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო: წარმოდგენილი იყო 30-მდე კომპანია, 200-ზე მეტი ვაკანსიით.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირისპირ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ კომპანიების HR მენეჯერებს, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აქტიური ვაკანსიებისა და დასაქმების პირობების შესახებ.

დასაქმების ფორუმი დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ეკატერინე სურმავა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და სხვა მოწვეული სტუმრები.

ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიები სხვადასხვა სფეროს მოიცავდა, მათ შორის: მომსახურების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის, დისტრიბუციის, მრეწველობის, ფინანსების, საოფისე საქმიანობის, ფარმაციისა და განათლების მიმართულებებს.

ახალციხის დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტ „ახალგაზრდობა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ თანამშრომლობით გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს