ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 12

კვლევა: ჩაი სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს

კვლევა: ჩაი სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩაის რეგულარული მოხმარება სისხლძარღვთა დაავადებების (მაგალითად, ინსულტის, გულის იშემიური დაავადებისა და ინფარქტის) რისკის შემცირებასთან არის დაკავშირებული, - ნათქვამია ახალ კვლევაში , რომელიც ჟურნალში Journal of Internal…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩაის რეგულარული მოხმარება სისხლძარღვთა დაავადებების (მაგალითად, ინსულტის, გულის იშემიური დაავადებისა და ინფარქტის) რისკის შემცირებასთან არის დაკავშირებული, - ნათქვამია ახალ კვლევაში , რომელიც ჟურნალში Journal of Internal…

ჩაის რეგულარული მოხმარება სისხლძარღვთა დაავადებების (მაგალითად, ინსულტის, გულის იშემიური დაავადებისა და ინფარქტის) რისკის შემცირებასთან არის დაკავშირებული, - ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალში Journal of Internal Medicine გამოქვეყნდა.

მეცნიერები ჩინეთში თითქმის 500 000 ადამიანს საშუალოდ 9 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ - ინიშნავდნენ ჩაის მოხმარების სიხშირესა და ამ პერიოდში განვითარებულ დაავადებებს. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ჩაის რეგულარულად (კვირაში, სულ მცირე, სამჯერ) სვამენ, სისხლძარღვთა დაავადებების საერთო რისკი 11.2%-ით დაბალი იყო. ყველაზე ძლიერი კავშირი იშემიურ ინსულტთან დადასტურდა - რისკის 36.6%-იანი შემცირება, რასაც მოჰყვა ცერებროვასკულარული (ტვინის სისხლძარღვოვანი) სხვა დაავადებები 19.1%-იანი შემცირებით.

ჩაის ბიოაქტიურ ნივთიერებებს (მათ შორის პოლიფენოლებსა და ფლავონოიდებს) ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ენდოთელიუმის დამცავი თვისებები აქვს. ეს თვისებები ეხმარება სისხლძარღვების შიდა გარსის მთლიანობის შენარჩუნებასა და ჯანსაღი სისხლის მიმოქცევის მხარდაჭერას. კვლევის თანახმად, ყოველივე ამას სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში შეაქვს წვლილი.

ამასთან, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დამცავი ეფექტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმის მიხედვით, თუ ზუსტად როგორ ამზადებდნენ და მოიხმარდნენ ჩაის. მონაწილეთა შორის საშუალო მოხმარება დღეში ორ-სამ ჭიქას შეადგენდა, თუმცა ყველაზე დაბალი რისკი მათთან გამოვლინდა, ვინც ყოველდღიურად ექვსიდან რვა ჭიქამდე ჩაის სვამდა.

სისხლძარღვთა დაავადებებთან მიმართებით ყველაზე ძლიერი და სტაბილური დამცავი კავშირი შავმა ჩაიმ აჩვენა, რომელსაც მწვანე ჩაი მოჰყვა. მეცნიერები ამას ფერმენტაციის პროცესში წარმოქმნილი ნაერთებით ხსნიან, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო და ლიპიდების ნორმალიზების თვისებები აქვთ.

მნიშვნელობა ჰქონდა სასმელის ტემპერატურასა და სიძლიერესაც. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ოპტიმალური კომბინაცია საშუალო სიძლიერის, არაცხელი ჩაი იყო.

მოულოდნელად, ძალიან ცხელი ჩაი საპირისპირო ეფექტთან აღმოჩნდა დაკავშირებული - სისხლძარღვთა დაავადებების რისკის 16%-იან ზრდასთან. მანამდე ძალიან ცხელ სასმელებს საყლაპავის კიბოს განვითარების მაღალ რისკსაც უკავშირებდნენ.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ შედეგების მიუხედავად, მხოლოდ ჩაის არ შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან დაცვა: ის განხილული უნდა იყოს, როგორც ზოგადი ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი და პროფილაქტიკის უკვე შემოწმებული სტრატეგიების დანამატი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს