ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

დავით სონღულაშვილი: ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა გარემოს დაცვასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება

დავით სონღულაშვილი: ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა გარემოს დაცვასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარე…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატ გოჩა ენუქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი სადგური დაათვალიერა და მისი ფუნქციონირების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ინფორმაცია მიიღო სადგურის მუშაობის სპეციფიკის, ნარჩენების გადატვირთვისა და ტრანსპორტირების პროცესის, ასევე რეგიონში ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მომსახურე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტიპის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ფუნქციონირების შედეგად რეგიონს მწვანე სტატუსი მიენიჭა.

„ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ასეთი თანამედროვე გადამტვირთავი სადგურის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ამარტივებს ნარჩენების მართვის პროცესს და ხელს უწყობს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად განვავითაროთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაცვასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს. აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ფუნქციონირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს