ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 15

თბილისის N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირება იწყება

თბილისის N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირება იწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებას იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებას იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფ…

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებას იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.

პროექტის ფარგლებში, არსებული სკოლის ტერიტორიაზე ახალი, 450 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდება.

პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება სკოლის ავტორიზაციის მოთხოვნები, შენობის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა.

თბილისის N67 სკოლაში, პროექტის მიხედვით, მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია. დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემები, კეთილმოეწყობა და გამწვანდება სკოლის ტერიტორია.

სკოლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, პროექტის მომზადებისას გათვალისწინებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის მოთხოვნები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს