ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა

საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სხვადასხვა საგან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სხვადასხვა საგან…

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა გამართეს, რომლებიც კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევას, ინფორმაციის გადამოწმებასა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა.

მედიაწიგნიერების დღის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ქალაქ თბილისის №133 საჯარო სკოლასა და 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის №75 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს დაესწრნენ.

თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში მეათე კლასის მოსწავლეებმა მეშვიდე კლასელებისთვის მედიაწიგნიერების თემაზე პრეზენტაცია ჩაატარეს და ინფორმაციის კრიტიკული შეფასების, გადამოწმებისა და დეზინფორმაციის ამოცნობის შესახებ ცოდნა გაუზიარეს. თეორიული ნაწილის შემდეგ მოსწავლეებმა პრაქტიკული აქტივობაც ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა რეალური და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევაზე იმუშავეს.

300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის №75 საჯარო სკოლაში კი მოსწავლეთა მიერ წინასწარ მომზადებული კედლის გაზეთების, თემატური პოსტერებისა და საგანმანათლებლო კომიქსების გამოფენა გაიმართა. ნამუშევრები მედიაწიგნიერების მნიშვნელობას, დეზინფორმაციის ამოცნობის გზებსა და ციფრულ სივრცეში პასუხისმგებლიან ქცევას ეხებოდა. მათ შორის წარმოდგენილი იყო წლევანდელი გლობალური კვირეულის მთავარი თემის, „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის“, მიხედვით შექმნილი კომიქსები. ამასთან, უფროსკლასელებმა უმცროსი საფეხურის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო გაკვეთილი, სახელწოდებით „სანამ გააზიარებ, გადაამოწმე!“, ჩაატარეს, სადაც ინფორმაციის გადამოწმების, ყალბი ამბების ამოცნობისა და სოციალურ ქსელებში პასუხისმგებლიანი ქცევის საკითხები განიხილეს. გაკვეთილის ფარგლებში ასევე გაიმართა როლური თამაში „სიმართლე თუ დეზინფორმაცია?“, რომლის დროსაც მოსწავლეებმა ინფორმაციის გამავრცელებლის, ჟურნალისტის, ფაქტების გადამმოწმებლისა და ინფორმაციის მიმღების როლები მოირგეს და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად უერთდება UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს, რომელიც საქართველოში კომისიის ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება. წლევანდელი კვირეულის მთავარი თემაა „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის“, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მედიაწიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბება და უსაფრთხო საინფორმაციო გარემოს შექმნა საერთო პასუხისმგებლობაა და ამ პროცესში თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს