ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

მიხეილ სარჯველაძემ ჩინეთში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სარჯველაძემ ჩინეთში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მინისტრმა, ჩინეთში, პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სრულ ციკლში ტრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრმა, ჩინეთში, პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სრულ ციკლში ტრ…

ჯანდაცვის მინისტრმა, ჩინეთში, პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სრულ ციკლში ტრადიციული მედიცინის პრაქტიკის ინტეგრირებაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი დაავადებათა პრევენციის, მათი ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების მართვის, რეაბილიტაციისა და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის საფუძველია. შესაბამისად, სწორედ ის წარმოადგენს საწყის რგოლს მთლიან სისტემაში უსაფრთხო და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ინტეგრირებისთვის.

„საქართველოში ამჟამად ვახორციელებთ პირველადი ჯანდაცვის ყოვლისმომცველ რეფორმას, რომლის მიზანია ჯანდაცვის სისტემის ძირითადად მკურნალობაზე ორიენტირებული მოდელიდან უფრო პრევენციულ, პროაქტიულ და ადამიანზე ორიენტირებულ მოდელზე გადასვლა.

ამ ჩარჩოს ფარგლებში ვხედავთ შესაძლებლობას, როგორ შეიძლება, ჩვეულებრივ სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, მეცნიერულად დადასტურებულმა ტრადიციულმა და კომპლემენტარულმა მედიცინამ ხელი შეუწყოს მაგალითად, რეაბილიტაციას და გარკვეული ქრონიკული მდგომარეობების მართვას.

თუმცა, წარმატებული ინტეგრაცია მხოლოდ დამატებითი მომსახურებების დანერგვით არ მიიღწევა. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები და მმართველობის ძლიერი სისტემა.

პირველ რიგში, ინტეგრაცია უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პაციენტებისთვის რეალური და გაზომვადი სარგებელი. მეორე - პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლებმა უნდა შეინარჩუნონ წამყვანი როლი პაციენტთა მკურნალობისა და მოვლის კოორდინაციაში. ამისთვის საჭიროა პაციენტთა გადამისამართების მკაფიო მექანიზმები და სხვადასხვა პროფილის ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია. და მესამე - აუცილებელია სათანადო მონიტორინგის სისტემების დანერგვა და უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, რათა მიღწეული შედეგები მდგრადი იყოს და შესაძლებელი გახდეს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ინოვაციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვას“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩატარდა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს