ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 26

ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ამერიკული მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ამერიკული მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის, Glodow Nead Communications-ის ორგანიზებით, საქართველოში ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენელთა შვიდკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ჯგუფში სომელიეე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის, Glodow Nead Communications-ის ორგანიზებით, საქართველოში ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენელთა შვიდკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ჯგუფში სომელიეე…

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის, Glodow Nead Communications-ის ორგანიზებით, საქართველოში ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენელთა შვიდკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ჯგუფში სომელიეები, HoReCa სექტორის, მედიის და კომპანია Glodow Nead Communications-ის წარმომადგენლები შედიოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს ეწვივნენ. მათ დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ.

„შესაძლებლობა მოგვეცა, გვემოგზაურა ქართლსა და კახეთში და გაგვეცნო ორი განსხვავებული ტერუარი. ღვინოები დავაგემოვნეთ როგორც ცალკე, ისე ტრადიციულ და თანამედროვე კერძებთან შეხამებით. ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბაიერებისთვის, რომლებიც აშშ-ის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ლას-ვეგასიდან, მაიამიდან, ნიუ-იორკიდან და სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდნენ. ქართველმა მეღვინეებმა დეტალურად აგვიხსნეს როგორც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ისე მეღვინეობის ევროპული მეთოდები. ბევრ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, რომელსაც აშშ-ში გავაზიარებთ“, - აღნიშნა კომპანია Glodow Nead Communications-ის წარმომადგენელმა ლორა ბურგესმა.

აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან აშშ-ში განხორციელებული მიზანმიმართული მარკეტინგული აქტივობები ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს.

მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში დაახლოებით 750 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს