ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

შავ ზღვაში 2026-2027 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დადგინდა

შავ ზღვაში 2026-2027 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დადგინდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შავ ზღვაში 2026-2027 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ძირითადი სარეწაო სახეობის - ქაფშიის, რომელიც 90 000 ტონას შეადგენს. გასული წლის მს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შავ ზღვაში 2026-2027 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ძირითადი სარეწაო სახეობის - ქაფშიის, რომელიც 90 000 ტონას შეადგენს. გასული წლის მს…

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შავ ზღვაში 2026-2027 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ძირითადი სარეწაო სახეობის - ქაფშიის, რომელიც 90 000 ტონას შეადგენს. გასული წლის მსგავსად, წელსაც მარაგები ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის გენერალური კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა. სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობის დასადგენად კვლევები უახლესი სტანდარტების, თანამედროვე ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელეს, რაც სარეწაო რესურსის მაღალი სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

კვლევების წარმოებისას გათვალისწინებული იყო როგორც ზღვის ეკოსისტემა და ეკოლოგიური მდგომარეობა, ისე მეწარმე სუბიექტების ინტერესები. ჩატარებული კვლევები თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ შეფასების მოდელებს ეფუძნება, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია თევზის პოპულაციების სტრუქტურის, ბიომასისა და თევზჭერის ინტენსივობის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების კვლევები ყოველწლიურად, სარეწაო სეზონის დაწყებამდე ხორციელდება, რადგან მარაგების მოპოვებისათვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება, ხოლო ქაფშიის მოპოვების აქტიური სეზონი საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ძირითადად ნოემბერში იწყება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მარაგის სრულყოფილად შეფასება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ასევე, დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს