ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

დავით სონღულაშვილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს გრეთელ აგილარს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს გრეთელ აგილარს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გენერალურ დირექტორს, გრეთელ აგილარს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და IUCN-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს „წითელი ნუსხის“ განახლებასა და დაცული ტერიტორიების განვითარებას. საქართველო „წითელი ნუსხის“ განახლებაზე IUCN-ის კატეგორიებისა და კრიტერიუმების შესაბამისად მუშაობს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოებასა და მართვის გაუმჯობესებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი გაორმაგდა და მილიონ ჰექტარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 15%-ზე მეტია. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში შეიქმნა 12 ახალი დაცული ტერიტორია, რომელთა საერთო ფართობი 136 185 ჰექტარია. შედეგად, ქვეყნის დაცული ტერიტორიების რაოდენობა 112-მდე გაიზარდა.

„საქართველოსთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების გაფართოება, არამედ მათი ეფექტიანი მართვა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შედეგების გაუმჯობესება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარება. მზად ვართ, გავაგრძელოთ IUCN-თან თანამშრომლობა როგორც „წითელი ნუსხის“ განახლების, ისე დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიანა გიორგაძე ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს