ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სასწავლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სასწავლ…

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სასწავლებლის პედაგოგებს ეროვნული დღე მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან განათლებული და ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბებაში მასწავლებლის განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა გაწეული შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ მასწავლებლები და ინსტრუქტორები. სამხედრო განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საქართველოს უწყებრივი მედალი - „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი“ გადაეცა ინგლისური ენის პედაგოგს, ფიქრია ცერცვაძეს. მასწავლებლები ასევე დაჯილდოვდნენ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის I, II და III ხარისხის მედლებით, ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.

დაჯილდოების შემდეგ, კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა ლიტერატურული კომპოზიცია - „კვალი მომავალში“ წარმოადგინა.

ხელმძღვანელებმა კადეტთა ლიცეუმის ინფრასტრუქტურული პროექტები: გოგონათა ახალი საცხოვრებელი და „ფეინთბოლის“ მოედანი დაათვალიერეს.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, დასავლეთის სარდალი - ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები, მასწავლებლები და კადეტები დაესწრნენ.

საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს