ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს, - ინფორმაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს, - ინფორმაც…

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროსადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ, სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ინსპექციამ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა და ტერიტორია სრულად მოაწესრიგა.

„ინსპექციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და საჯარო სივრცეში უკანონო საქმიანობას თვითნებურად განაგრძობენ.

უკანონო გარე ვაჭრობა და უნებართვოდ კონსტრუქციების განთავსება ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილებას, ქმნის ანტისანიტარიას და იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს. უკანონო გარევაჭრობის და საჯარო სივრცეების შეზღუდვის არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა მსგავს შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს