ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

მიხეილ რეხვიაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე

მიხეილ რეხვიაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, გლდანი 3-ის (ლუწი მიკრორაიონები) მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ რეხვიაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საკრებულო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, გლდანი 3-ის (ლუწი მიკრორაიონები) მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ რეხვიაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საკრებულო…

თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, გლდანი 3-ის (ლუწი მიკრორაიონები) მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ რეხვიაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი მიხეილ რეხვიაშვილი არის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი. ანგარიშში წარმოდგენილი იყო დეპუტატის საქმიანობა უმრავლესობის ფრაქციაში, კომისიებსა და სამაჟორიტარო ოლქში.

ანგარიშის თანახმად, საკრებულოს 18 და ბიუროს 20 სხდომაზე 99 დადგენილება და 713 განკარგულება მიიღეს. მიხეილ რეხვიაშვილმა დაწვრილებით მიმოიხილა საანგარიშო პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური საკითხთა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში საკუთარი აქტივობა.

პრეზენტაციისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში სამაჟორიტარო ბიუროში აქტიურად იმართებოდა მოქალაქეთა მიღებები, რომლებზეც მედიკამენტებით უზრუნველყოფის, ერთჯერადი დახმარების, მიწის ლეგალიზაციის, სოციალური და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკითხებს განიხილავდნენ.

მიხეილ რეხვიაშვილმა დეტალურად ისაუბრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე.

მისი თქმით, რამდენიმე მისამართზე მოხდა წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია, გზის საფარის მოწყობა-რეაბილიტაცია, ლიფტების განახლების, საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

საკრებულოს წევრმა ანგარიშის წარდგენისას დიდი ადგილი დაუთმო რეკრეაციული სივრცეების მოწყობის საკითხს. მოსახლეობის ჩართულობით უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყო. როგორც მიხეილ რეხვიაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში რაიონში მოეწყო ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, საქანელა სკამები, გარე განათება და სარწყავი სისტემა, ასევე განახლდა ასფალტი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. მასშტაბური პროექტების გარდა კი არაერთ მისამართზე ფრაგმენტული რეაბილიტაციებიც მიმდინარეობს.

საანგარიშო პერიოდში გლდანის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. აქტიურად მიმდინარეობდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები და სხვადასხვა მისამართზე დაიგო ასფალტის საფარი; ასევე რამდენიმე სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები; იქ ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა.

მიხეილ რეხვიაშვილმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ მის სამაჟორიტარო ოლქში 107-ე საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, განახლდა ფასადი, გარემონტდა ინტერიერი და ეზოში ახალი სათამაშო მოედნები მოეწყო.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, მომავალში აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება.

ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს