ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის” მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის” მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის” მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ტურიზმის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის” მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ტურიზმის…

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის” მე-11 საზეიმო ცერემონიაზე ლევილის ქართველთა მამულს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზატორთა ინიციატივით, კონკურსისგან დამოუკიდებლად, ლევილის მამულმა სპეციალური ჯილდო - ისტორიული მემკვიდრეობის უნიკალური სივრცე და ქართული კულტურისა და სტუმარმასპინძლობის ელჩი ევროპაში - მიიღო. კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ღონისძიებას ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს”დირექტორი სალომე ხურცილავა ესწრებოდნენ.

თამარ კვარაცხელიამ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ლევილის მამული ის უნიკალური სივრცეა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაცნობის შესაძლებლობას საქართველოს საზღვრებს გარეთ, ევროპის შუაგულში ქმნის. თამარ კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა „ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას”. მისი თქმით, ეს ჯილდო ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

ღონისძიების მხარდამჭერებს შორის იყვნენ კულტურის სამინისტრო და სსიპ „შემოქმედებითი საქართველო”.

დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი სტუმარმასპინძლობის მიღწევების აღიარება, ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და ინდუსტრიაში პროფესიონალიზმის გაძლიერებაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს