ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

კრწანისის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

კრწანისის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილზე, ფერდი N1-ის მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილზე, ფერდი N1-ის მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტ…

კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილზე, ფერდი N1-ის მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

„პროექტის მიზანია, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნას თანამედროვე, კეთილმოწყობილი და ფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისა და ბავშვებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა გრუნტის დამჭერი გაბიონური კედლები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება ფანჩატურები, მოსასვენებელი სივრცის შესაბამისი ფურნიტურა და საბავშვო მოედანი. ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები. ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული სივრცე იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

პროექტის ღირებულება 760 000 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს