ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტის მომზადების საკითხები, საინვესტიციო პრიორიტეტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და განთავსებისთვის განკუთვნილი ნაგავსაყრელის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საუბარი ასევე შეეხო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, ინსტიტუციური მზაობისა და გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობას.

„სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს პროექტის სათანადო მომზადებას და საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მონაწილეობით, გაფორმდა საგრანტო დაფინანსების შეთანხმება პროექტის - „წყლის მიწოდების სისტემის, წყალარინების, გამონაჟონი წყლისა და სახიფათო ნარჩენების“ მოსამზადებლად. გრანტი გაიცემა მსოფლიო ბანკის მიერ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, მიხეილ გოგოლიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს