ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

ქართული ღვინო ნიუ-იორკში რამდენიმე ღონისძიებაზე წარადგინეს

ქართული ღვინო ნიუ-იორკში რამდენიმე ღონისძიებაზე წარადგინეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვი…

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე Karakterre ქართული ღვინის 13 მწარმოებლის 26 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.

Karakterre მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინის ფესტივალია, რომელიც ორგანული, ბიოდინამიკური და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს და ყოველწლიურად ნიუ-იორკსა და ავსტრიის ისტორიულ ადგილებში იმართება.

ღვინის მწარმოებლები წელს, ფესტივალში, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებთან ერთად, ქართული ღვინოებიც დაეგემოვნებინა, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდისთვის.

ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასიც გაიმართა.

გამოცემა Wine Spectator-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ნიუ-იორკში, ასევე, ქართული ღვინის დეგუსტაცია - FeastGala NY გაიმართა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, Colangelo & Partners აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან უძღვება. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ქართული ღვინო ასევე, წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში დაახლოებით 750 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს