ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული მეცნიერე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული მეცნიერე…

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული მეცნიერების მნიშვნელობასა და ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ 85-წლიანი ისტორია საქართველოს ინტელექტუალური მემკვიდრეობისა და პროგრესისკენ სწრაფვის სიმბოლოა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მეცნიერება არა მხოლოდ სამყაროს შეცნობის შესაძლებლობას იძლევა, არამედ უშუალოდ განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, ტექნოლოგიურ პროგრესსა და საზოგადოების განვითარების პერსპექტივებს.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩამოყალიბდეს საერთაშორისო მასშტაბის ინტელექტუალური მიზიდულობის ცენტრად და სამეცნიერო თანამშრომლობის გზით გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კრიზისების დაძლევის საქმეში დადებითი წვლილი შეიტანოს. პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნის მიღწევა უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს მდგრად განვითარებასა და მშვიდობიან მომავალს.

„დღეს ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მტკიცედ დავუდგეთ მხარში ქართველ მეცნიერებს, ხელი შევუწყოთ თაობათა ჯაჭვის შენარჩუნებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული საქართველო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს