ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 12

ComCom-მა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა

ComCom-მა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რადიო პრიორიტეტების კვლევაში მონაწილე რესპონდენტების უმრავლესობ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რადიო პრიორიტეტების კვლევაში მონაწილე რესპონდენტების უმრავლესობ…

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რადიო პრიორიტეტების კვლევაში მონაწილე რესპონდენტების უმრავლესობის - 42%-ის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად რადიომაუწყებლის ტიპს, რომლის დამატების საჭიროებაც არსებობს, სპეციალიზებული რადიო წარმოადგენს, მაშინ, როდესაც გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ საერთო რადიოს დამატების საჭიროება დგას. ამასთან, გამოკითხულთა თითქმის სრული უმრავლესობა - 74% თვლის, რომ რადიოები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა მაუწყებლობდნენ, მხოლოდ 25% კი, რეგიონულ რადიოს ემხრობა, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული შედეგები კომუნიკაციების კომისიის რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომლის საფუძველზეც, ComCom-მა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა. რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები საქართველოს მასშტაბით, 30 სამაუწყებლო ზონაში განისაზღვრა. კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსებს დამტკიცებული პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოაცხადებს.

„კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რადიოს შერჩევის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს მომხმარებლებისთვის მუსიკა და საინფორმაციო გადაცემები წარმოადგენს. კერძოდ, მუსიკას ყოველდღიურად გამოკითხულთა 78% უსმენს, ახალ ამბებს კი - 52%. 25% აცხადებს, რომ ისინი სპორტულ გადაცემებს ანიჭებენ უპირატესობას, 13%-ისთვის კი სამედიცინო შინაარსის გადაცემებია მნიშვნელოვანი.

ამასთან ერთად, გამოკითხული რესპონდენტების შეფასებით, რადიოს დაჭერის ხარისხი მთლიანობაში კარგია, თუმცა, დაჭერასთან დაკავშირებული ხარვეზები მაინც არსებობს და ამ ტიპის პრობლემას ძირითადად შორ დისტანციაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე ან მაღალმთიან რეგიონში გადაადგილებისას ხვდებიან. კვლევის მონაწილეების აზრით, ქართულ რადიო სივრცეში იდენტიფიცირებული საჭიროებები უმეტესად გადაცემების შინაარსს და რადიოს ხელმისაწვდომობის ტექნიკურ მხარეს ეხება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში, რომელშიც 30 სამაუწყებლო ზონიდან, პროპორციულობის დაცვით, 4200-მდე პირი მონაწილეობდა, ყურადღება გამახვილებული იყო საზოგადოების დამოკიდებულებასა და მოთხოვნაზე როგორც კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის, ისე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის თემატიკისადმი. გამოკითხვა ასევე მოიცავდა თემატიკის და ჟანრების მოთხოვნის და ადგილობრივ რადიოებზე ხელმისაწვდომობის, რაოდენობისა და მათი დაფარვის ხარისხის შესახებ ინფორმაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს