ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა

თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს და ბიზნესის განვითარების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს და ბიზნესის განვითარების…

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს და ბიზნესის განვითარების მენეჯერს მარიამ ნოვრუზის შეხვდა.

შეხვედრის მიზანი თბილისის მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.

როგორც ვიცე-მერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტისა და მასშტაბის კომპანია, როგორიცაა Zaha Hadid Architects, პროექტებს თბილისში ახორციელებდეს.

„მათი მხრიდან წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ავტორიტეტული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანია ოპერირებდეს ჩვენს ქალაქში. აღნიშნული კომპანია თბილისში ერთ პროექტს უკვე ახორციელებს და იმედი გვაქვს, მომავალში სხვა პროექტებითაც იქნება წარმოდგენილი. მათ გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა ამისთვის, ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა ყველა იმ პროცედურასა თუ მიმართულებაში, რაც მათი საქმიანობისთვის იქნება საჭირო“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს