ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

COP17-ზე გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინეს

COP17-ზე გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტ…

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა საერთაშორისო პარტნიორებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გარემოსდაცვითი განათლების ინიციატივები და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრაზე თამთა დევდარიანმა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ჩემი პირველი ნერგი“ წარადგინა. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრებასა და ბუნებრივი გარემოს დაცვის პროცესში მომავალი თაობის ჩართულობის ხელშეწყობას. პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

საერთაშორისო პარტნიორებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) შესახებ, რომლის განხორციელებაშიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მონაწილეობს.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და გარემოსდაცვით საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით. მხარეებმა ასევე განიხილეს ცენტრის საერთაშორისო პროექტები და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს