ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქსონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქსონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქსონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე განიხილეს ფონდის რესურსების ეფექტიანი მართვისა და დაფინანსების პროცესის გაუმჯობესების საკითხები, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისგამარტივება, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების დროულ დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ სხდომის ფარგლებში, განვითარებადი ქვეყნებისთვის 20-ზე მეტი დაფინანსების პროექტი დამტკიცდა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. პროექტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების დაძლევას, შესაბამისი სტანდარტების დანერგვასა და ეკოსისტემების აღდგენას შეუწყობს ხელს. ასევე დამტკიცდა რამდენიმე ორგანიზაციის აკრედიტაცია, რაც მათ შესაბამის ქვეყნებში ფონდის რესურსების განკარგვის უფლებამოსილებას ანიჭებს.

მმართველი საბჭოს სხდომაზე, ასევე ფონდის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მეორე ვადით აირჩიეს.

ვიზიტის ფარგლებში ნინო თანდილაშვილის თავმჯდომარეობით კლიმატის მწვანე ფონდის ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის სხდომაც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრადაღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფიდან 2025 წლის იანვრიდან მეორე ვადით არის არჩეული.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს