ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

მარიამ ლაშხი მედია და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

მარიამ ლაშხი მედია და ინფორმაციული წიგნიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ…

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ფორუმზე - „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის” სიტყვით გამოვიდა.

მარიამ ლაშხმა მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე, ციფრულ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დაცვა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული პასუხისმგებლობაა.

მარიამ ლაშხმა ხაზი გაუსვა სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბავშვების ინფორმირება ცოდნისა და გამოცდილების მათი ოჯახის წევრებისთვის გაზიარების შესაძლებლობასაც ქმნის.

ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - „მედია და ინფორმაციული წიგნიერება, როგორც საერთო პასუხისმგებლობა“. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე განიხილეს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების საკითხები, გაეცნენ მედიაწიგნიერების ახალ ეროვნულ სტანდარტსა და გზამკვლევს.

ფორუმი - „თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის”, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანია მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს