ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა COP17-ის ფარგლებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა COP17-ის ფარგლებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცე…

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის (CBD) მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (COP17) ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნულმა კოორდინატორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა, თესლის გენბანკის მენეჯერმა თამარ ჯინჯიხაძემ საერთაშორისო შეხვედრებსა და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაზე თამარ ჯინჯიხაძემ პრეზენტაცია „მრავალმხრივი თანამშრომლობა მცენარეთა კონსერვაციისა და სასურსათო უსაფრთხოებისათვის - მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების განხორციელება“ წარადგინა, რომელშიც საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების სარგებლის განაწილების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის შედეგები, მიღებული გამოცდილება და ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა წარმოადგინა.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების, ასევე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. განხილული საკითხები უკავშირდებოდა კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის (KMGBF) მიზნებს.

თამარ ჯინჯიხაძემ მონაწილეობა მიიღო ასევე პანელურ დისკუსიაში „სურსათისა და სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების გამოყენება KMGBF-ის განხორციელების ხელშესაწყობად“. დისკუსიის ფარგლებში მან ყურადღება გაამახვილა გენბანკებსა და ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ადგილობრივი ჯიშების უშუალოდ მეურნეობებში შენარჩუნებისა და ტრადიციული ცოდნის გამოყენების მნიშვნელობაზე.

მცენარეთა გენეტიკური რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის მდგრადობის, სასურსათო უსაფრთხოებისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში. მათი ეფექტიანი კონსერვაცია მოითხოვს როგორც გენეტიკური მასალის დაცვას გენბანკებში, ისე ადგილობრივი ჯიშების გავრცელებისა და მეურნეობებში გამოყენების ხელშეწყობას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს