მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს შეხვდნენ

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე თბ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე თბ…
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს, გურამ ოქროპირიძეს შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს და ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აგრეთვე, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ახალი ბაღების მშენებლობისა და არსებული დაწესებულებების განვითარების საკითხები.
ყურადღება გამახვილდა ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზებზე.