ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ

კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომელიც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომელიც…

ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყობას და ნარჩენების სეპარირების ქარხნის მშენებლობას. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წესებით მიმდინარეობს კიდევ ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა. პირველი არის გაზშემკრები სისტემის მოწყობა, რომლის ღირებულება 26 მილიონი ევროა და დასრულება 2030 წელს იგეგმება. მეორე არის ნარჩენების სეპარირების ქარხნის მშენებლობა, რომლის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. ამ პროექტის დასრულება 2029 წელს არის დაგეგმილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, როგორც მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სწორედ ამავე მიზნით უკვე დაწყებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორიცაა ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. სამივე პროექტის ღირებულება 52,5 მილიონი ევროა.

მისივე თქმით, ამჟამად მზადდება შესაბამისი ტექნიკური დავალებები დიზაინ-ბილდის შესყიდვის გამოსაცხადებლად, რომელთა მომზადებაც 2027 წლის თებერვლისთვის იგეგმება.

„ეს არის მასშტაბური და კომპლექსური სამუშაოები, რომლებიც ნაგავსაყრელის გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვასა და არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურება. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ პრობლემა მოგვარებულიყო და საცხოვრებელი გარემო შეცვლილიყო უკეთესობისკენ. ეს მოთხოვნა სამართლიანია. ჩვენ შევისწავლეთ ალტერნატივები, გვაქვს დამოუკიდებელი გერმანული კომპანიის მკაფიო დასკვნა, დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტი და წინ გვაქვს კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები. ჩემთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება. ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ. ჩვენი მიზანია, თბილისს ჰქონდეს თანამედროვე, უსაფრთხო და გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემა, ხოლო მოსახლეობას მაქსიმალურად დაცული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ლილოს მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სისტემატური შეხვედრები გრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს