ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 12

გიორგი გაბუნია ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გიორგი გაბუნია ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ოზურგეთში ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული წარმომადგენლის, ფოლკლორისტისა და ლოტბარის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ოზურგეთში ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული წარმომადგენლის, ფოლკლორისტისა და ლოტბარის…

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ოზურგეთში ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული წარმომადგენლის, ფოლკლორისტისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ბიუსტის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას, გიორგი გაბუნიამ ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლსა და ქართული ხალხური მუსიკის შენარჩუნების, დაცვისა და პოპულარიზაციის, ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განვითარების საქმეში განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.

ანზორ ერქომაიშვილის სახელს უკავშირდება ქართული ხალხური სიმღერის არაერთი უნიკალური ნიმუშის გადარჩენა, მოძიება, შეკრება და აღდგენა. მისმა მრავალწლიანმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული მრავალხმიანი სიმღერის ტრადიციის შენარჩუნებაში, მის მეცნიერულ შესწავლასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში.

ოზურგეთში ახლად გახსნილი ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს