ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსი „აფხაზეთი“ გამოა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსი „აფხაზეთი“ გამოა…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსი „აფხაზეთი“ გამოაცხადა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინიციატივის მიზანია აფხაზეთის თემაზე ახალი პროზაული ნაწარმოებების შექმნის ხელშეწყობა, ორიგინალური აზროვნებითა და მხატვრული თვითგამოხატვის უნარით გამორჩეული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება.

„კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება და აფხაზეთის თემაზე პროზაული ნაწარმოებების (მოთხრობის, ნოველის ან მინიატურის) შექმნას ითვალისწინებს. კონკურსის გამარჯვებული პირველადგილოსანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილის მფლობელ კონკურსანტებს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ.

დაინტერესებულ მოსწავლეებს კონკურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ ელექტრონულად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე; შევსებული სარეგისტრაციო ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი. მონაწილეობის პირობები, საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და კონკურსის დეტალური აღწერა ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს