ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენ

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარი“ გრძელდება.ამჯერად, თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, გაწვევისა დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარი“ გრძელდება.ამჯერად, თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, გაწვევისა დ…

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარი“ გრძელდება.

ამჯერად, თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სამხედროებმა უფროსკლასელებს წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაზე, სტრუქტურაზე, მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და სამხედრო კარიერულ განვითარებაზე. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო პროგრამები, ჩარიცხვის პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები გააცნეს. მათ მოზარდებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას დაესწრო მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ირაკლი კალანდაძე, რომელმაც მოზარდებს სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ქართული ჯარს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის და ახალგაზრდების მხრიდან სამხედრო საქმის მიმართ დაინტერესება მზარდია. მოსწავლეებს სიტყვით, ასევე მიმართეს სკოლის დირექტორმა და ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსმა.

პროექტი - „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს