ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ეროვნული სატყეო სააგენტო კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს

ეროვნული სატყეო სააგენტო კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭი…

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ჭალის ტყეში ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე, ჯამში, 31 050 მუხისა და იფნის ნერგი დაირგვება.

„ტყის ეკოსისტემების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები, სანიტარიული ჭრები და ინვენტარიზაციის სამუშაოები.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი მიმართული იყოს მაღალი ეკოლოგიური ღირებულების მქონე ტყის ეკოსისტემების აღდგენის, გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისკენ. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით მიმდინარე პროექტებს, რათა სამუშაოები დაგეგმილი მიზნებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს“, – აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის დეგრადირებული ტყეების აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს. ათწლიანი სტრატეგიის შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები, ჯამში, 51 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს