ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ისრაელის წამყვანი ტუროპერატორის Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორი: „საფრანგეთს, ავსტრიასა და იტალიას შორის საქართველო ჩვენთვის N1 მიმართულებაა“

ისრაელის წამყვანი ტუროპერატორის Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორი: „საფრანგეთს, ავსტრიასა და იტალიას შორის საქართველო ჩვენთვის N1 მიმართულებაა“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლონდონში, ტურიზმის გლობალურ გამოფენაზე World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლონდონში, ტურიზმის გლობალურ გამოფენაზე World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნ…

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლონდონში, ტურიზმის გლობალურ გამოფენაზე World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნულ სტენდთან მოსულ სტუმრებსა და სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ოთხსეზონიან ტურისტულ პოტენციალს გაცნობოდნენ.

გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს გამოეხმაურა ისრაელის წამყვანი სამთო-სათხილამურო კომპანია „Skideal-ის“ აღმასრულებელი დირექტორი რონენ კაცი.

„ჩვენთვის საქართველო წამყვანი მიმართულებაა. ვმუშაობთ ავსტრიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთთან და მათ რომ შევადაროთ, საქართველო მაინც პირველ ადგილზეა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ აქ დიდი კულტურაა. უზომოდ გვიყვარს ქართველი ხალხი და მათი მასპინძლობა. ჩვენი კლიენტები ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს გულში ჩაიკრეს; ამას ემატება შესანიშნავი სამზარეულოც. თუმცა ვფიქრობ, რომ თქვენი მთავარი განძი მაინც ხალხი და ეს მიწაა, რადგან საქართველო წარმოუდგენლად ლამაზია“, - განაცხადა რონენ კაცმა.

WTM London 2026 საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა სექტორმა უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს